ბავშვების წვრთნა


ბავშვის წვრთნა იწყებოდა 3 წლის ასაკიდან. ამ ასაკში ბავშვი სუნთქავს სწორად (ბუნებრივად), დადის და მოძრაობს სხეულის ყველა კუნთის თანაბარი დაძაბვით და რაც მთავარია ითვისებს სწრაფად ყველაფერს. ამ ასაკის ბავშვებს პირველ რიგში ფსიქიკურად ავარჯიშებდნენ, აჩვევდნენ იარაღს, ყვირილს, ჭრილობების ყურებას, გამძლეობას და .. 6წლის ასაკამდე ბავშვი უკვე შეჩვეული იყო ამ ყველაფერს. შემდეგ ასწავლიდნენ ცურვას (ძველი ქართული სამხედრო მეთოდებითხელშეკრული, ფეხშეკრული, ხელფეხშეკრული, მორევიდან გამოსაცური, შეჭურვილად ცურვა, ყალში ტვირთის ზიდვა, შორ მანძილებზე ცურვა, ფონების პოვნაამოცნობა, ყვინთვა და სხვ.), პარალელურად ბავშვი ითვისებდა სხვადასხვა საბრძოლო თუ არასაბრძოლო იარაღის გამოყენებას (არასაბრძოლო, მაგ. სამეურნეო იარაღითოხი, ბარი, ფიწალი, შოლტი, ცელი, ნამგალი, ურო, სარი, ქვა და ..) ცხენზე ჯირითსუბელოზე, გაუხედნავზე, ცხენის ზურგზე ფეხით დგომას, ცხენიდან ცხენზე გადახტომას, ცხენიდან ხმლის და მშვილდის ოსტატურ ხმარებას, კლდეზე და გლუვ ზედაპირზე ცოცვას, ჩუმად სიარულს, თვალებით მიდამოსფოტეგრაფირებას”, ღამე ხედვას (ამის მისაღწევად ბავშვს რამოდენიმე კვირა ბნელ გამოქვაბულში ან ციხეკოშკში კეტავდნენ და სპეციალური ვარჯიშებით შედეგსაც მალე აღწევდნენ), ჭრილობების და ავადობის განკურნებასანუ საექიმო ხელოვნებას… 14–15 წლის ასაკში ბავშვს უკვე ათვისებული ქონდა15–20 სახეობის იარაღით ბრძოლა. ამის მერე მათ უშვებდნენ მხოლოდ ერთი ხელი თხელი ტანსაცმლით, მას ასე უნდა გადაეტანა ზამთარი, ებანავა მთის გაყინულ მდინარეებში და თავი გამოეკვება. 17–19 წლისები უკვე სრულფასოვანი მეომრები იყვნენ. ეს მეთოდები უფრო ფხოვის ხალხებისთვის იყო დამხასიათებელი (მთიულეთს, ხევსურეთსა და ფშავს ადრე ერთი სახელიფხოვი ეწოდებოდა). ამის შემდეგ ახალი მეომარი ირიცხებოდა მეფის ან ფეოდალის ან საეკლესიო სპაგვარდიაში და კიდევ და კიდევ ხვეწდა თავის შესაძლებლობებს.


No comments:

Post a Comment

Note: Only a member of this blog may post a comment.