ქართული საბრძოლო ხელოვნება ქართული კულტურის ერთ-ერთი ძირძველი და განუყოფელი ნაწილია. ისევე როგორც ქართული კულტურაა მთლიანად მსოფლიო კულტურის ნაწილი, ასევეა ქართული საბრძოლო ხელოვნებაც. როგორც ქართულ კულტურას, ქართული საბრძოლო ხელოვნებასაც გააჩნია თავისი თავისებურებები რითაც ის გამოირჩევა მსოფლიო საბრძოლო ხელოვნებებისგან. რასაც განაპირობებს მისი ადგილმდებარეობა, ხასიათი, დრო, ისტორია და ა.შ. ქართული საბრძოლო ხელოვნება მოიცავს მსოფლმხედველობრივ ზნეობრივ დოქტრინას,
საბრძოლო სახეობებს,
მკურნალობის მეთოდებს, თამაშობებს, საბრძოლო სიმღერებს და ცეკვებს, რაც თავის მხვრივ კიდევ იყოფა სახეობებად:
მსოფლმხედველობრივი დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა
- .
საბრძოლო სახეობები:
ფარიკაობები, კრივობები, ჭიდაობები, ხანჯლაობები და სხვადასხვა იარაღებით ბრძოლის სახეობები.
მკურნალობის მეთოდები: სამკურნალო ბალახები, მატე-მატე (უკონტაქტო მასაჟი), მასაჟები, სამკურნალო აბანოები.
თამაშობები: ლელო, ისინდი, ყაბახი, ლახტი და ა.შ.
საბრძოლო თამაშობები
საქრთველოში ძალიან ბევრი იყო და ისინი გამიზნული იყო იმისთვის, რომ თამაშ-თამაშ ჩამოყალიბებულიყო სრულფასოვანი მებრძოლი, რომელიც თამაშების მეშვეობით შეიძენდა იმ უნარ-თვისებებს,
რომლებიც საბრძოლო ხელოვნებაში იქნებოდა გამოსაყენებელი: დგომი, სისწრაფე, შეჯახებაში მდგრადობა, ყურადღება,
მოსაზრება, ჯგუფური აზროვნება და ა.შ. აღზრდის სისტემებს:
მთიელთა აღზრდის სისტემები, ინდივიდუალური აღზრდის სისტემები, საგვარეულო
სისტემები, სამეფო და სათავადო აღზრდის სისტემები, სამხედრო სისტემები.
ფიზიკურ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშები: სუნქვითი ვარჯიშები, ზოგადი ფიზიკური (შესამზადებელი) ვარჯიშები, ფსიქოლოგიური.
ქართული საბრძოლო ხელოვნების შემადგენელი ნაწილები არიან:
თუშური ფარიკაობა
ხევსურული ფარიკაობა
ხანჯლაობა
შუბოსნობა
საბრძოლო ჭიდაობა
ცალხელა ჭიდაობა
მაჯურა ჭიდაობა
ჯოხით ბრძოლა
მათრახით ბრძოლა
ტაბარით ბრძოლა
და ა.შ.
ქართული საბრძოლო ხელოვნების დოქტრინა: სიბრძნე, სიმართლე და ძალა.
1.სიბრძნე თავისთავად ძალაა და ის რაც სიმართლე არ არის არ შეიძლება სიბრძნედ ჩაითვალოს.
2.სიმართლე ადამიანის გზის სწორი მიმართულება არის. სიბრძნის გარეშე სამრთლიანობის პრინციპი შეუძლებელია, ხოლო ამ მიმართულებით სიარულისთვის შინაგანი ძალა არის საჭირო,
3.ძალას კი ადამიანი სიბრძნის(ცოდნის) გარეშე ვერ აკრეფს, სიმართლის გარეშე კი ძლიერი ვერ ივლის წინ დიდი ხანი, რადგან ადამიანის მსოფლმხედველობა სიმართლის გარეშე არ არის სრულყოფილი,
წინააღმდეგობრივია. ძალა ერთობაშია, ერთობა კი ადამიანების შორის სამართლიანობის და სიბრძნის პრინციპებს
ეფუძნება.
No comments:
Post a Comment
Note: Only a member of this blog may post a comment.